Mittwoch, 20. Januar 2010
მირზა გელოვანი
(...ჩვენ განვშორდებით, შეხვედრის ჟამი)
ჩვენ განვშორდებით, შეხვედრის ჟამი,
დარჩება, როგორც თეთრი ზღაპარი,
შენი მსუბუქი ნაბიჯის ჩქამი,
შენი მზერა და ხმა გასახარი.
მე დამავიწყდა ქართული ხმები,
მე შენი ხმები ვით დამახსოვდეს,
ვიცი: გრიგალებს ერთად შევხვდებით,
მაგრამ ერთმანეთს - ვეღარასოდეს.
და წავლენ დღენი... ჩვენს საფლავებზე
ეპიტაფიებს დაფარავს ხავსი,
მაგრამ ჩემს ლექსში ჩამრჩალ თვალებზე
ვინმე შეკრთება გრძნობებით სავსე.
ადგება ქართულ სიმღერის ფეთქვა
შენი რუსული ხმების შეხებად.
როგორც ყოფნაში შეუხვედრელთა
მოუხუცებელ ლექსში შეხვედრა.
Abonnieren
Kommentare zum Post (Atom)
Keine Kommentare:
Kommentar veröffentlichen